Pageviews last month

Tuesday, February 4, 2014

განვადებით შეძენილის "ტკბილ –მწარე" ეიფორია

განვადება 0 % 
განვადება TBC , TAO, BANK RESPUBLIKA, KRISTALI,  და სხვ.
განვადება უპროცენტოდ ნებისმიერ ბანკში!
   
 თითქმის ყველა თუ არა ყოველი  მეორე მაღაზიის ვიტრინებზე არის მსგავსი  წარწერები გამოკრული. ისე მიმზიდველად გამოიყურება, მცირე ნივთის შეძენა  კი არა და ლამის მთელი მაღაზიის პროდუქციის ყიდვა  მოუნდება ადამიანს განვადებით.                                                 
                                       "იყიდე დღეს, გადაიხადე ხვალ! "
     ყველა ეს წარწერა და შემოთავაზება არის მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე გათვლილი, მიმართული იქით, როგორ დააინტერესოს და მიიზიდოს კლიენტი. სასურველი და სანატრელი ნივთი, რომელსაც შორიდან ელოლიავები,  ტელეფონი, კომპიუტერი, სამკაული, ავეჯი და კიდევ ძალიან ბევრი რამ, გსურს ძალიან, მაგრამ ის ნივთი,  რომ შენი გახდეს ამისთვის თანხა არის საჭირო, თანხა კი...  
      მოკლედ ამ დროს ლამის მხსნელად გვევლინება ბანკები და მათი განვადებები, არ დაგავიწყდეთ "უპროცენტო " განვადება თან. 
      ბევრი,  რომ აღარ გავაგრძელო, მეც გადავწყვიტე განვადებით მესარგებლა.ჩემი ბოლო მობილური თითქმის 5 წელი მემსახურა ერთგულად და უკვე გამოსაჩენადაც რომ აღარ ვარგოდა და მაინც ვერ ვიმეტებდი გადასაგდებად,  თან ფულიც არასდროს მრჩებოდა ხელფასიდან ახლის საყიდლად , სწორედ ამ დროს "გაუჩერდა გული" ჩემ საყვარელ "ადამჟამის" დროინდელ მობილურს. 
        სხვა გზა არ მქონდა, წავედი "ალტა"–ში და ე. წ. უპროცენტო განვადებით შევიძინე თანამედროვე ანდროიდის ტიპის მობილური, არც მთლად ცუდი მინდოდა და ipones საყიდლადაც  ვერ გავრისკე განვადება, მშვენიერი სამსუნგი შევიძინე. მაგრამ ეგრევე 28 ლარიანი ბანკის საკომისიო დამატოვებინეს, ეს იმისთვის რომ ჩვენი განვადებით სარგებლობო :) ესაო, ისაო და ბოლო–ბოლო 100 ლარით მეტი გამოვიდა ჯამში  თვითღირებულებასთან  შედარებით  ჩემი მობილურის ფასი. 
    და კიდევ თუ გადავწყვეტ და წინსწრებით შევიტან განვადების თანხას, 2% ჯარიმა საპირგასამტეხლო. ასევე აღარაფერს ვამბობ ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე  და 20 ლარაინ ჯარიმაზე.
    წამოვედი ჩემი ახალი მობილურით გახარებული და ამავდროულად გულმოსული, რომ ზედმეტად ამდენი ფულის გადახდა მიწევს იმიტომ ,რომ განვადებით ვსარგებლობ, მართალია ნაწილ–ნაწილ მაგრამ მაინც მეტი უნდა გადავიხადო თითქმის 100 ლარით და ვიდრე სესხს დავფარავდე, მანამდე ჩემი მობილური შეიძლება გაფუჭდეს , დაიმტვრეს ან დაიკარგოს, მე კი მისი ვალი კიდევ 6 თვე უნდა გადავიხადო. ასეთია წესები და თუ არ გინდა, ნუ იყიდი!  გადაიხადე ხელზე პიდაპირ. არა გაქვს?   ეს რა მაღაზიის ბრალია? და აბა ჩემი ბრალი რატომ არის,  მე თუ საკმარისად შეძლებული არ ვარ და მილიონერის ოჯახში არ გავჩნდი? 
    ასეთია განვადების შემდგომი ფიქრები, როდესაც ვალს მოვრჩები ხელში უკვე კარგად გაცვეთილი ტელეფონი მეჭირება და გულს იმით ვიმშვიდებ, რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი :)   
 ესეც ჩემი განვადებით შეძნილი სამსუნგი, იმედია გამოდგება და გაამართლებს ჩემს იმედებს, განვადების დასრულებამდე მაინც.