Pageviews last month

Wednesday, December 3, 2014

ფრანგული მელირება –"ომბრე"

თმა ქალის ყველაზე ლამაზი აქსესუარია! თმის სილამაზეს კი მისი სიჯანსაღე, ხშირად კი გენეტიკა და კარგი მოვლა განაპირობებს. თუმცა ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული პროფესიონალ სტილისტზე და სწორად შერჩეულ ვარცხნილობაზე.      ლამაზმა და მოდურმა ვარცხნილობამ შეიძლება დაამშვენოს ან სრულიად შეცვალოს ადამიანის იმიჯი, ხოლო არასწორად შერჩეულმა ვარცხნილობამ კი_ პირიქით  ვერ წარმოაჩინოს სილამაზე და საპირისპირო შედეგი აჩვენოს! ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია სწორად შერჩეულ ვარცხნილობაზე და სტილისტის პროფესიონალიზმზე!   დღესდღეობით ვარცხნილობის უამრავ ვარიანტს გვთავაზობენ, რომლებიც საკმაოდ აქტუალური და მოდურია, გავრცელებულია,  როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ასევე, ჩეულებრივ მოკვდავებშიც. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია, აქტუალობას არ კარგავს ე. წ "ომბრე", ფრანგული მელირება.ომბრეომბრეთი თავს იწონებენ ცნობილი ადამიანები, მსახიობები თუ მოდელები. ლამაზად პოზირებენ მოვლილი და შეღებილი თმებით, თუმცა ასეთი მიმზიდველი ფერის დაჯენა თმაზე არც ისე ადვილია, თან თუ მუქი ფერის თმა გაქვთ და თან საქართველოში.მერწმუნეთ ნამდვილად დიდი ძალისხმევაა საჭირო სასურველი ეფექტის მისაღებად.მე პირადად ძალიან მომწონს ვარცხნილობის ეს სტილი, დიდი სიამოვნებით გავიკეთებ, თუ რა თქმა უნდა გამიკეთებენ ისე, როგორც მე მინდა და მომიხდება.თუმცა რისკიც არის, ეს შეღებვა არ აფუჭებს თმას რადგან საღებავი  არ ეხება თმის ძირებს. წარმატებას გისურვებთ!

Tuesday, February 4, 2014

განვადებით შეძენილის "ტკბილ –მწარე" ეიფორია

განვადება 0 % 
განვადება TBC , TAO, BANK RESPUBLIKA, KRISTALI,  და სხვ.
განვადება უპროცენტოდ ნებისმიერ ბანკში!
   
 თითქმის ყველა თუ არა ყოველი  მეორე მაღაზიის ვიტრინებზე არის მსგავსი  წარწერები გამოკრული. ისე მიმზიდველად გამოიყურება, მცირე ნივთის შეძენა  კი არა და ლამის მთელი მაღაზიის პროდუქციის ყიდვა  მოუნდება ადამიანს განვადებით.                                                 
                                       "იყიდე დღეს, გადაიხადე ხვალ! "
     ყველა ეს წარწერა და შემოთავაზება არის მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე გათვლილი, მიმართული იქით, როგორ დააინტერესოს და მიიზიდოს კლიენტი. სასურველი და სანატრელი ნივთი, რომელსაც შორიდან ელოლიავები,  ტელეფონი, კომპიუტერი, სამკაული, ავეჯი და კიდევ ძალიან ბევრი რამ, გსურს ძალიან, მაგრამ ის ნივთი,  რომ შენი გახდეს ამისთვის თანხა არის საჭირო, თანხა კი...  
      მოკლედ ამ დროს ლამის მხსნელად გვევლინება ბანკები და მათი განვადებები, არ დაგავიწყდეთ "უპროცენტო " განვადება თან. 
      ბევრი,  რომ აღარ გავაგრძელო, მეც გადავწყვიტე განვადებით მესარგებლა.ჩემი ბოლო მობილური თითქმის 5 წელი მემსახურა ერთგულად და უკვე გამოსაჩენადაც რომ აღარ ვარგოდა და მაინც ვერ ვიმეტებდი გადასაგდებად,  თან ფულიც არასდროს მრჩებოდა ხელფასიდან ახლის საყიდლად , სწორედ ამ დროს "გაუჩერდა გული" ჩემ საყვარელ "ადამჟამის" დროინდელ მობილურს. 
        სხვა გზა არ მქონდა, წავედი "ალტა"–ში და ე. წ. უპროცენტო განვადებით შევიძინე თანამედროვე ანდროიდის ტიპის მობილური, არც მთლად ცუდი მინდოდა და ipones საყიდლადაც  ვერ გავრისკე განვადება, მშვენიერი სამსუნგი შევიძინე. მაგრამ ეგრევე 28 ლარიანი ბანკის საკომისიო დამატოვებინეს, ეს იმისთვის რომ ჩვენი განვადებით სარგებლობო :) ესაო, ისაო და ბოლო–ბოლო 100 ლარით მეტი გამოვიდა ჯამში  თვითღირებულებასთან  შედარებით  ჩემი მობილურის ფასი. 
    და კიდევ თუ გადავწყვეტ და წინსწრებით შევიტან განვადების თანხას, 2% ჯარიმა საპირგასამტეხლო. ასევე აღარაფერს ვამბობ ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე  და 20 ლარაინ ჯარიმაზე.
    წამოვედი ჩემი ახალი მობილურით გახარებული და ამავდროულად გულმოსული, რომ ზედმეტად ამდენი ფულის გადახდა მიწევს იმიტომ ,რომ განვადებით ვსარგებლობ, მართალია ნაწილ–ნაწილ მაგრამ მაინც მეტი უნდა გადავიხადო თითქმის 100 ლარით და ვიდრე სესხს დავფარავდე, მანამდე ჩემი მობილური შეიძლება გაფუჭდეს , დაიმტვრეს ან დაიკარგოს, მე კი მისი ვალი კიდევ 6 თვე უნდა გადავიხადო. ასეთია წესები და თუ არ გინდა, ნუ იყიდი!  გადაიხადე ხელზე პიდაპირ. არა გაქვს?   ეს რა მაღაზიის ბრალია? და აბა ჩემი ბრალი რატომ არის,  მე თუ საკმარისად შეძლებული არ ვარ და მილიონერის ოჯახში არ გავჩნდი? 
    ასეთია განვადების შემდგომი ფიქრები, როდესაც ვალს მოვრჩები ხელში უკვე კარგად გაცვეთილი ტელეფონი მეჭირება და გულს იმით ვიმშვიდებ, რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი :)   
 ესეც ჩემი განვადებით შეძნილი სამსუნგი, იმედია გამოდგება და გაამართლებს ჩემს იმედებს, განვადების დასრულებამდე მაინც. 
    
    
    

      

Thursday, January 16, 2014

 დახვეწილი,ელეგანტური,უზადო,ზოგჯერ შოკის მომგვრელი... 
 ხშირად გაიგონებთ ასეთ ეპითეტებს გემოვნებიანი, მოდურად ჩაცმული ადამიანის მიმართ, ასე ამკობენ გემოვნებით ჩაცმულ ხალხს, მაგრამ არსებობს საპირისპირო მოსაზრებები, უგემოვნო,ბანძი,უშნო, საშინელი ჩაცმულობების ნაირსახეობა. 
ამა თუ იმ პიროვნების ჩაცმა, განსაკუთრებით კი ცნობილი ადამიანების ხშირად გამხდარა განსჯის საგანი, თუმცა არა მარტო ცნობილებსა და პოპულარულებს ეხებათ ეს, ზოგჯერ ვიწრო წრეშიც მშვენივრად განიხილავენ და გაჭორავენ თავის ნაცნობების ჩაცმის სტილს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სხვის საქმეში "ქექვა" უკვე მოდური ტენდენციააა.... 
         ყველასთვის კარგად ნაცნობ გამონათქვამს " გემოვნებაზე არ დაობენ" მე პირადად არ ვეთანხმები და სრულიად მიუღებლად მიმაჩნია ყველა გამოეხვეს ისეთ სამოსში ვისაც რა უნდა და არ დაიცვან არანაირი ეტიკეტი.
        ამ გამოთქმას არა მარტო მე არამედ, ალბათ ნახევარი მსოფლიო არ ეთანხმება და სწორედ ამისათვის არსებობენ მოდის კრიტიკოსები და ძვირფასი მოდის სახლები, რომლებიც ზრუნავენ ხალხის ჩაცმულობაზე. ხოლო კრიტიკოსები თავად შეუდარებელ ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც არ ინდობენ, როდესაც არა სათანადოდ და უგემოვნოდ აცვიათ.
      მე პირადად მომსახურების სფეროში ვმუშაობ და დღის განმავლობაში უამრავ ხალხთან მიწევს ურთიერთობა,მათი გემოვნება რამოდენიმე კატეგორიად მაქვს დაყოფილი და მიმაჩნია რომ ქართველები ძირითადად ხასიათის მიხედვით იცვამენ, ვისაც რა უზის სულში და რა ამბიციაც აქვს ზედ ტანზე არის გამოხატული.
  1. მოდისგან "დაშოკილები" ( ზედმეტად ამბიციურები, რომელთაც აქვთ პრეტენზია რომ კარგად აცვიათ, ოღონდ ეს თავის ჭკუით)
  2.  სხვისი მიმბაძველები ( სხვის ტანზე რომ მოწონთ და თვითონ არ უხდებათ, მაინც აცვიათ. იმიტომ რომ ასე უნდათ) 
  3.  ერთფეროვანი მასა ( ეს არის ზოგადად ყველაზე გავრცელებული სამოსი, რაც ყველას აცვია, დუტი, ჯინსი და ა.შ შემოვა და ყველა ასობით ადამიანს აცვია ტყუპებივით ერთნაირ სტილში) 
  4.  არანაირი ეტიკეტი ( ხალხი, რომელიც პიჟამოებით, ღამის პერანგით, საცურაო კოსტუმით და ლასტებით დადის ბანკში, საზ, ტრანსპორტში და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში და გართულება არა აქვთ)
  5.  მართლა ელეგანტურები ( უბრალო და გაცვეთილი სამოსიც შეუძლიათ უნაკლოდ წარმოაჩინონ.) 
  6. ტანსაცმლის საკიდები ( რაც ხელში მოხვდებათ იცვამენ, მთავრია შიშვლებმა არ იარონ )

 ჩამონათვალის უსასრულოდ გაგრძლება შეიძლება, ალბათ დამეთანხმებით, ბევრჯერ შეხვედრიხართ ისეთ ჩაცმულ ადამიანს, რომელიც არანაირ კონტექსტში არ ჯდება და არცერთ კრიტერიუმს არ ექვემდებარება.
აქვე გავაკეთე ფოტოკოლაჟი, რომელიც შეესაბამება ჩემს მიერ აქ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მართალია ფოტოები უცხოელების არის მაგრამ, მერწმუნეთ მათი ჩაცმულობის ანალოგები,  სტილის მიხედვით საქართველოშც მრავლად მოიპოვება.


"მოდისა და უგემოვნობისგან "შოკირებულნი" და მათი სტილი





 ძალიან ელეგანტური და დახვეწილი სტილი



 ყველაზე მასიური და გავრცელებული სტილი
  

ყველაზე "უინტერესო" სტილი